📢📢უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება.

📢📢უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება.
🔴10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, მათ შორის ღია სივრცეში;
🔴10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება;
🔴ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
🔴უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, გამკაცრდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი.
😷„პირბადეების გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.
კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, დახურულ სივრცეებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში და ა.შ. რისი აღსრულებაც აქტიურად გაკონტროლდება და მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი

კომენტარის დატოვება

Close Menu
X