ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში შედგა შიდა ვერიფიკაციის შედეგების პრეზენტაცია! Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით გაიმართულ პირველი ეტაპის შედეგების განხილვას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელები და მასწავლებლები.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
✅ვერიფიკაციის ჩატარების მიზანი, პროცესის ეტაპები, შეფასების ინსტრუმენტის ვერიფიკაციის შედეგები, შეფასების პროცესის ვერიფიკაციის შედეგები და შეფასების მტკიცებულებების ვერიუკაციის შედეგები.
✅ პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო ვერიფიკატორების მიერ გაცემული რეკოენდაციების განხილვას.
✅ აკადემიის რექტორმა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ისაუბრეს შეფასების სისტემის დახვეწის და სრულყოფის საკითხებზე, მასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე ამ პროცესში.
✅ პროგრამის ხელმძღვანელებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა დააფიქსირეს მოსაზრება ვერიფიკაციის შედეგებზე და გაცემულ რეკომენდაციებზე, აღნიშნეს , რომ აუცილებელია დარგობრივი შეხვედრების ჩატარება და ერთიან მიდგომებზე ჩამოყალიბება.
✅ აკადემიის სასწავლო პროცესის სამსახურის თანამშრომლებმა მასწავლებლებს წარუდგინეს სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია და შეახსენეს საჭირო დოკუმენტაციების წარმოდგენის ვადები.
აკადემია განაგრძობს აქტიურ შეხვედრებს სწავლების და შეფასების პროცესის დახვეწის მიზნით.