პროფესიულის სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს კანონში “სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”. პროექტის თანახმად, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე ისწავლონ და მის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

საყურადღებოა, რომ გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ულოცავს პროფესიული განათლების მიღების მსურველებს და უსურვებს მათ წარმატებას.

 

კომენტარის დატოვება

Close Menu
X