ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის შეჯამება და განხილვა

2020 წლის 15 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით შედგა აკადემიის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის შეჯამება და განხილვა.

 

აკადემიის ადმინისტრაციულმა პერსონალმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შუალედური ანგარიშები, რომელშიც ნათლად ჩანს მათი როლი სტრატეგიული მიზნის მიღწევის კომპონენტში, ხოლო მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში ის დაბრკოლება, რამაც გამოიწვია დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.

 

სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი აკადემიას ეხმარება თანამშრომლებისთვის, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ინდივიდუალური უკუკავშირების მიწოდებაში და, რაც მთვარია, მონიტორინგი აზრს აძლევს მთლიანად დაგეგმვის პროცესს. მის გარეშე მონიტორინგის პროცესი პირობითად სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაბიჯების ერთიანობად წარმოვიდგინოთ. ესენია: (1) მონაცემთა შეგროვება, (2) მათი ანალიზი და (3) რეაგირების მოხდენა.

 

სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის საბოლოო შედეგები ცნობილი და გაზიარებული იქნა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრნენ, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები ასევე საგანმანთლებლო პროგრამის ხელმძღვანელები და პროფესიული მასწავლებლები;

კომენტარის დატოვება

Close Menu
X