კერძო კოლეჯების ასოციაცასთან თანამშრომლობა
2013 წლის იანვარში დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერითა და რამდენიმე კერძო კოლეჯის დამფუძნებელთა (მათ შორის ანზორ მაჭააშვილის) თაოსნობით , დაარსდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაარსების დღიდან ასოციაციის წევრი გახდა!
ასოციაციის მისიაა პროფესიული განათლების სფეროში კერძო დაწესებულებების ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაციის გაზრდა. კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესების დაცვა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ასოციაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.
დარსების დღიდან საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია პროფესიული განათლების სადარაჯოზე დგას და ღირსეულად შეაქვს წვლილი ქვეყნის განვითარების საქმეში.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X