ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორის მიმართვა პროფესიულ სტუდენტებს, მასწავლებლებს და პროფესიული განათლების სფეროთი დაინტერესებულ პირებ
👇„საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში ბოლო პერიოდში ბევრი სიახლე იჩენს თავს, მინდა, პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის მცირე ექსკურსი გავაკეთო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ:
👉ყველასთვის ცნობილია, რომ პროფესიული განათლება მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების პროცესში. შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის ცვილილებაზე დაყრდნობით, მოხდა მეოთხე საფეხურის პროგრამის ინტეგრირება ზოგადი განათლების საფეხურთან, რაც პროფესული განათლების მიღების მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიის დაუფლების პარალელურად, დაასრულოს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურიც.
👉2020 წლის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროფესიული განათლების მსურველი ვაჟებისთვის სწავლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება.
👉შეიცვალა დაფინანსების სისტემა – მიმდინარე წელს სახელმწიფო დაფინანსებით, პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, სწავლა გაეგრძელებინათ მათთვის პრიორიტეტულ პროგრამაზე სასურველ კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ სასიამოვნო სიახლით სტუდენტების დიდმა რაოდენობამ უკვე ისარგებლა და პარალელურად ჩაერთვნენ დაზღვევის ერთიან ბაზაში. დაზღვევის ერთიან ბაზაში სტუდენტებთან ერთად ჩაერთვნენ მათი პედაგოგებიც.
👉 აღსანიშნავია ზრდასრულთა განათლების სისტემაში მომზადება – გადამზადების პროგრამები, რომლის მიზანიც, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებაა. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
👉პროფესიული განათლების მიმდინარე წლის დიდი გამოწვევა დისტანციური სწავლება გახდა. სახელმწოფოს მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საჯარო და კერძო კოლეჯები მომზადებული დახვდნენ ახალ სასწავლო წელს და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა პროფესიული სტუდენტებისთვის ნაკლებად მტკივნეულ პროცესად ჩამოყალიბდა. ამ მოვლენების რეგულირების უზრუნველყოფას წარმატებით ახორციელებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis.
პროცესებში აქტიურადაა ჩართული ასევე
სკკა კერძო კოლეჯების ასოციაცია
მინდა, გამოვხატო მათ მიმართ მადლიერება უწყვეტი თნამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.
სოფიო მაჭარაშვილი

კომენტარის დატოვება

Close Menu
X