დამსაქმებელთა ასოციაციის შეხვედრა
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა: საერთაშორისო მრგვალი მაგიდა – „COVID 19-ს ზეგავლენის მართვა პროფესიულ განათლებაში – გამოცდილების გაზიარება, გამოწვევები და პერსპექტივები”.
👇 შეხვედრის პროცესში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
👉 COVID 19-ის პანდემიის ზეგავლენა განათლების სექტორზე ზოგადად და განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების დონეზე;
👉 არსებული ღონისძიებები პარტნიორ ქვეყნებში და მათი საპასუხო გამოცდილება;
👉 ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება სირთულეების გადასალახავად;
✔️ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს, პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში – პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სასომოხეთიდან, სამინისტროს წარმომადგენლები და გერმანული პარტნიორი ორგანიზაცია BWMV e.V.
✔️ შეხვედრას ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილი.
✔️ შეხვედრა გაიმართა ონლაინ Zoom-ის პლათფორმაზე.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X