ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილი დაესწრო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ორგანიზებულ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეხვედრას.

შეხვედრაზე საზოგადოებას გაეცნო ინფორმაცია პროფესიული სასწავლებლებისთვისა და პროფესიული განათლების პროცესებში ჩართული სექტორული ასოციაციებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპებს და მათი კერძო სექტორთან თანამშრომლობის წახალისებისა და ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში.

შეხვედრა გაიმართა ონლაინ Zoom-ის პლათფორმაზე.