შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამართა შეხვედრა ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის და უკუკავშირის მიღების მიზნით.
ცენტრის სტრატეგიული დოკუმენტები ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა წარადგინეს.
შეხვედრა ონ-ლაინ ჩატარდა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:
✅ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
✅ინტერნაციონალიზაცია;
✅სერვისების განვითარება;
✅ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
✅პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
✅უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X