ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.
მსოფლიო ისტორიაში დეკლარაციით პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X