პროფესიული მომზადების პროგრამა

📣 მიმდინარე წლის 13-14 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი და ადმინისტრაცია სახელმწიფო მომზადების პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ მსმენელებსა და პედაგოგებს შეხვდა.

👉 შეხვედრის თემა გახლდათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის წარდგინება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, ელექტრონული სწავლების სპეციფიკა.

👉 სწავლა ხსენებულ პროგრამაზე 14 დეკემბრიდან დაიწყო. აკადემიის გუნდი წარმატებას უსურვებს თითოეულ მსმენელს და პედაგოგს.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X