25 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის – სოფო კილაძის – თანადგომით თბილისის 129-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა გამწვანების აქცია. აქციის მიზანია სტუდენტებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივება და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაა,
BTA-ს გუნდი და სტუდენტები ყველას მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ გარემოს, რომელშიც და რომლითაც ვცხოვრობთ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კიდევ მრავალ გარემოსდაცვითი ხასიათის ღონისძიებით შევიტანთ წვლილს ჩვენი ქალაქის გამწვანებაში!