წიგნის პრეზენტაცია – შრომის უსაფრთხოების არსებულ ტერმინთა განმარტება და სამართლებლივი მიმოხილვა

12 აპრილს, 13:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართება
აკადემიის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია – „შრომის
უსაფრთხოებაში არსებულ ტერმინთა განმარტება და სამართლებრივი მიმოხილვა“
სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ-ინგლისურ ენაზე, რომელიც ითავსებს ლექსიკონის
ფუნქციას.
სახელმძღვანელოს გამოცემის იდეა განაპირობა ქართულ ენაზე აღნიშნულ დარგში
ლიტერატურის არარსებობამ.
შრომის უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პირებისათვის ეს ნაშრომი სწორედ, რომ
სამაგადო წიგნი გახდება .
ნაშრომი განკუთვნილია:
შრომის უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პირებისათვის;
სტუდენტებისათვის;
სწავლების განმახორციელებლი პირებისა და ორგანიზაციებისთვის.
ნაშრომში მოყვანილი მასალა იძლევა საშუალებას დაინტერესებულმა პირებმა სწორად
თარგმნოს, საუბრისას და მსჯელობისას გამოიყენოს შრომის, გარემოსა და
ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უცხოენოვანი მასალა:
კანონები; ინსტრუქციები; წესები; სტანდარტები; ტერმინები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო როგორც ჩვენ, ასევე სხვა სასწავლო
დაწესებულებებს დაეხმარება შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი
ტექნოლოგიების პროგრამის დარგობრივი ინგლისური ენის მოდულის ეფექტურად
განსახორციელებლად.

ნაშრომი საინტერესო იქნება ასევე საკვლევი თემით დაინტერესებული
მკითხველთათვის.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X