შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის პროფესიული სტუდენტები სასწავლო პრაქტიკაზე

მიმდინარე წლის 14 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტები – „საფრთხეებისა და რისკების კონტროლი სამუშაო (დასაქმების) ადგილზე“ მოდულის ფარგლებში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით იმყოფებოდნენ სამუშაო ობიექტზე, რაც უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს სტუდენტების პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.
სტუდენტებმა მოახდინეს აკადემიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება დასაქმების ადგილზე.
„სასწავლო პრაქტიკა“ განხორციელდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ეგიდითა და მხარდაჭერით, ხოლო სტუდენტებს ადგილზე მეთვალყურეობასა და ინსტრუქტაჟს უწევდა კომპანია SafCo • საფკოს წარმომადგენელი.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები დაგეგმილია მომავალშიც, რაც დაეხმარება სატუდენტებს მოემზადონ დასაქმების ბაზარზე ღირსეული წარდგენისთვის.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X