ექსპერტთა ვიზიტი 12.09.2018

🎆 2018 წლის 12 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 7 მოდულურ პროგრამაზე🎇 :

1.შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი
ტექნოლოგიები
2.ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
3.ბუღალტრული აღრიცხვა
4.ინფორმაციის ტექნოლოგია
5.ვებ ინტერფეისის დიზაინერი
6.პრაქტიკოსი ექთანი
7.ტუროპერატორი

✨🎊 აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრებმა ისაუბრეს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებაში კვალიფიციური კადრის საჭიროების შესახებ. დადებითად შეაფასეს აკადემიის მიერ ახალი პროგრამის დანერგვა და მიღებული გამოწვევა.
👏👏👏 ეს აკადემიის კიდევ ერთი წარმატებაა, რაც ადასტურებს კოლეჯის მმართველი და ადმინისტრაციული გუნდის თანმიმდევრულ და ეფექტიან მუშაობას…

კომენტარის დატოვება

Close Menu
X