ევროკავშირი საქართველოსთვის და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართა კონფერენცია

23 აპრილს  ევროკავშირი საქართველოსთვის და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ხელმძღვანელი ტატა ბერიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ნანა ხითარიშვილი.

აღნიშნულ შეხვედრაზე   განხილულ იქნა  საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში არსებული განათლების ახალი გამოწვევები, აუდიტის პროფესიის სერტიფიცირება და  მდგრადი პროფესიული განვითარება.

პანელური დისკუსიის  დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების სწავლების მნიშვნელობას უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

კომენტარის დატოვება

Close Menu
X