სასწავლო ექსკურსია პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის ფარგლებში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ განახორციელა სასწავლო ექსკურსია პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის ფარგლებში ჩართული პარტნიორი/ბენეფიციარი საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, სასწავლო ექსკურსია. მოსწავლეები შეხვდნენ კლინიკის მთავარ ექთანს ქალბატონ ქეთევან გარსევანიშვილს და სხვადასხვა დეპარტამენტების ექთნებს, გაეცნენ საექთნო გუნდის მუშაობას,მედიკამენტების დათვლა-გადაბარების, დოკუმენტაციის გაფორმებას და მორიგეობის გადაბარებას, დაათვალიერეს სამედიცინო აღჭურვილობა.
აკადემია 2018 წლიდან ახორციელებს აღნიშნულ სასწავლო კურსს სსიპ ქალაქ თბილისის 129 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, წელს კი კურსში ჩაერთვნენ პარტნიორი სკოლის ახლომდებარე – სსიპ ქალაქ თბილისის 190 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X