ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია გაწევრიანდა აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში

სასიამოვნო სიახლე!🤝

↪️ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია გაწევრიანდა აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, რომელიც წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებს, ბიზნესმენებს და სახელმწიფო ორგანოებს შორის.
↪️წევრობის საფუძველზე ასსპა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას სთავაზობს: ერთობლივი საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარებას, ბიზნეს პარტნიორების მოძიებაში ხელშეწყობას, ბიზნეს ინტერესების დაცვას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში.

↪️ასსპას პარტნიორები არიან: ბელგიის სავაჭრო პალატების ფედერაცია, მეჰელენის სავაჭრო პალატა, ჰააგის სავაჭრო პალატა, შეცინის სავაჭრო -სამრეწველო პალატა, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბელორუსიის სავაჭრო -სამრეწველო პალატა, სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის ბიზნეს ორგანიზაციები.
↪️ იმედს გამოვთქვავთ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და აჭარის სავაჭრო -სამრეწველო პალატას შორის შედგება ეფექტური თანამშრომლობა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ზრუნვას ახალი პარტნიორების მოძიებაზე.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X