ბათუმში ტარდება უფასო სემინარი შრომის უსაფრთოების მიმართულებით

1 ივნისს ქალაქ ბათუმში 13:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიისა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება სემინარი თემაზე – „შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები“.
სემინარზე განხილული იქნება – „საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები“.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი ბიზნეს ორგანიზაციები ასევე, საჯარო სექტორის წარმომადგენელი პირები.
დასწრება თავისუფალია! სემინარზე დასწრების მსრუველმა აუცილებელად უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 30 32 11; 574 00 80 80; 557 22 50 50
მისამართია: ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის N 26

კომენტარის დატოვება

Close Menu
X