18 მაისს  ქ. ქუთაისში გაიმართა  ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე – „შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები“

👷‍♀️👷‍♂️18 მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა . ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე – „შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები“
სემინარზე განხილული იყო საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები.
პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის „მე_7 მუხლზე“ რომლის მიხედვით – „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა“ რომლის განმახორციელებელი თბილისსა და ბათუმში არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, ხოლო ქუთაისში, აკადემიის პარტნიორი ორგანიზაცია „პროფესიული უნარების სასწავლო გარემო“.
სემინარს ესწრებოდა სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოწვეული პირები, მათ შორის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall სამსახური და ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება წარმომადგენელები, რომლებთაც გადაეცათ სემინარში მონაწილეობის სერტიფიკატი.
📑შეხვედრის ბოლოს კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი აღნიშნული პროგრამის დაუფლების და გაიარეს რეგისტრაცია.
შეხვედრას მასპინძლობა გაუწია კლინიკა ლჯ LJ Clinic რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ კლინიკის ხელმძღვანელობას.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X