სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამაში“ ჩართული  მოსწავლეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა

2018 წლის 7 დეკემბერს ბიზნესისა და ტენოლოგიების აკადემიაში „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ საჩხერის N1 , N2 და თბილისის N129 საჯარო სკოლების აღნიშნულ პროგრამაში ჩართული მასწავლებლები,მოსწავლეები და მშობლები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა, მოსწავლეებს აკადემიაში არსებული მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების შესაძლებლობები, სასწავლო პროგრამები და ინფრასტრუქტურა გააცნო. აკადემიის თვითმმართველობის წევრებისა და სტუდენტების დახმარებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს კეთილმოწყობილი აუდიტორიები, გაეცნენ პრაქტიკოსი ექთნის, ტუროპერატორის, ბუღალტრის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ვებსპეციალისტის, ბაგა-ბაღის აღმზრდელის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, ვებ ინტერფეისის დიზაინერის, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობებს.
სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, აკადემიის შემაჯამებელ მოხსენებაში გამოთქვეს კმაყოფილება ამ პროგრამითა და მსგავს პროექტებში კვლავ მონაწილეობის, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრობის სურვილი.

დასასრულს, სკოლის მოსწავლეებმა აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი სიმღერები და საცეკვაო ნომრები. ასევე, დაესწრნენ BTA_TV (ინტერნეტ ტელევიზია) გახსნას და საზეიმო ტორტის გაჭრაში მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებმა BTA-ს წარმომადგენლებს თბილი მასპინძლობისა და საინტერესო დღისთვის გულითადი მადლობა გადაუხადეს.
აკადემიის ადმინისტრაცია მოხიბლული დარჩა სკოლის მოსწავლეების ინტერესითა და გონებამახვილობით. დღის ბოლოს მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X