ცენტრის დირექტორი კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრებს შეხვდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორი, გიორგი ვაშაკიძე კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრებს შეხვდა. კერძო კოლეჯების ასოციაციაში 38 კერძო კოლეჯია გაწევრიანებული.

შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული აქტუალური თემები განიხილეს. მსჯელობა გაიმართა კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტებთან დაკავშირებით და ოპტიმიზირებული ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების პარალელურად გაანალიზდა არსებული ჩარჩო დოკუმენტების გაუქმების შედეგები.

კერძო კოლეჯებმა მიიღეს ასევე განმარტებები ”პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის ახალი რედაქციიდან გამომდინარე მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცენტრი და კერძო კოლეჯების ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებენ ღია და აქტუალურ თანამშრომლობას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია პროფესიულ განათლებასთან.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X