ქ. საჩხერე სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა

2019 წლის 6 ივნისს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ განახორციელა “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში” საჩხერის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების “სასწავლო ექსკურსია პრაქტიკის ობიექტზე” -ჭიათურის საავადმყოფოში,.

ექსკურსიის მიზანი იყო  პრაქტიკოსი ექთნის პროფესიის გამოყენების დემონსტრირება   რეალურ სამუშაო გარემოში.

მოსწავლეები შეხვდნენ მოქმედ ექთნებს, სადაც განხორციელდა  კითხვა პასუხის რეჟიმში ექთნის მოვალეობების განხილვა და შემდეგ დემონსტრირება თუ როგორ ასრულებს ექთანი პრაქტიკულად თავის მოვალეობებს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კლინიკაში სამედიცინო აღჭურვილობა

აკადემია განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლენა გომართელს, პროექტის მხარდაჭერისა და სრულყოფილად განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

კომენტარის დატოვება

Close Menu
X