19 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა 1 დღიანი სემინარი
👷‍♀️👷‍♂️19 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა 1 დღიანი სემინარი თემაზე – „შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები“.
☝️სემინარზე ყურადღება დაეთმო შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის „მე_7 მუხლს“ რომლის მიხედვით – „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა
☝️სემინარზე დამსწრე პირებს შესაძლებლობა მიეცათ დასვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მოესმინათ კომპეტენტური პასუხები.
☝️ “ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ერთ-ერთი პირველი აკრედიტებული ორგანიზაციაა რომელიც 2018 წლიდან თბილისსა და ბათუმში უწყვეტად ახორციელებს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამას, ქუთაისში კი მისი პარტნიორი კომპანია ,,პროფესიული უნარების სასწავლო გარემო”.
☝️ აკადემია საქართველოში პირველი ბიზნეს კომპანიაა, რომელმაც სრულიად უფასოდ ჩაატარა სემინარი აღნიშნულ ქალაქებში რის შემდეგაც ყველა დამსწრე გადაეცათ სემინარში მონაწილეობის სერტიფიკატი.
☝️თბილისში გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო 100_ზე მეტმა მსმენელმა, მათ შორის იყვნენ საქართველოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები:
თბილისის მერია
სს თელასი
SMEK Georgia
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო
მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში
საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი
ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფი
შერატონ გრანდ მეტეხი პალასი ფიზიკური
BBC construction ფიზიკური
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი
📑შეხვედრის ბოლოს კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი აღნიშნული პროგრამის დაუფლების და გაიარეს რეგისტრაცია.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X