ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ინიციატივითა და ფინანსური ხელშეწყობით ტუროპერატორის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტები, პროგრამის განმახორციელებელი პირები და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალი იმყოფებოდნენ ქალაქ ბაქოში.
✳️მოგზაურობა იყო საინტერესო,სასიამოვნო და ნაყოფიერი, პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ საშუალება პრაქტიკულად გაცნობოდნენ გასვლითი ტურის უარყოფით და დადებით მხარეებს, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.⛺️🏕
❇️აკადემია მუდმივად ზრუნავს სასწავლო პროცესის გამრავალფერივნებაზე და ინოვაციების დანერგვაზე.
