ტუროპერატორის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ ქალაქ ბაქოში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ინიციატივითა და ფინანსური ხელშეწყობით ტუროპერატორის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტები, პროგრამის განმახორციელებელი პირები და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალი იმყოფებოდნენ ქალაქ ბაქოში.
✳️მოგზაურობა იყო საინტერესო,სასიამოვნო და ნაყოფიერი, პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ საშუალება პრაქტიკულად გაცნობოდნენ გასვლითი ტურის უარყოფით და დადებით მხარეებს, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.⛺️🏕
❇️აკადემია მუდმივად ზრუნავს სასწავლო პროცესის გამრავალფერივნებაზე და ინოვაციების დანერგვაზე.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X