სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამაში“ ჩართული მოსწავლეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
💥🎉2019 წლის 27 ივნისს ბიზნესისა და ტენოლოგიების აკადემიაში „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ საჩხერის N1 , N2 და თბილისის N129 საჯარო სკოლების აღნიშნულ პროგრამაში ჩართული მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
👩‍🎓ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა, მოსწავლეებს აკადემიაში არსებული მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების შესაძლებლობები, სასწავლო პროგრამები და ინფრასტრუქტურა გააცნო.

აკადემიის თვითმმართველობის წევრებისა და სტუდენტების დახმარებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს კეთილმოწყობილი აუდიტორიები, გაეცნენ პრაქტიკოსი ექთნის, ტუროპერატორის, ბუღალტრის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ვებსპეციალისტის, ბაგა-ბაღის აღმზრდელის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, ვებ ინტერფეისის დიზაინერის, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობებს.

სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, აკადემიის შემაჯამებელ მოხსენებაში გამოთქვეს კმაყოფილება, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრობის სურვილი.
💥🎉დასასრულს, სკოლის მოსწავლეებმა აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეასრულეს სხვადასხვა ცნობილი სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
💥🎉აკადემიის ადმინისტრაცია მოხიბლული დარჩა სკოლის მოსწავლეების ინტერესითა და გონებამახვილობით.
💥🎉დღის ბოლოს მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X