ავტორიზაციის ახალი დებულებისა და სტანდარტების განხილვა

მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ინიციატივითა და კერძო კოლეჯების ასოციაციის ხელშეწყობით ეწყობა სამუშაო შეხვედრა ავტორიზაციის ახალი დებულებისა და სტანდარტების განხილვის მიზნით.
შეხვედრასმასპინძლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. მისამართი: ქალაქი თბილისი, წერონისის ქუჩა 208 (ზურა შევარდნაძის გარდენიას მიმდებარედ). რეგისტრაცია დაიწყება 10.30 საათზე, შეხვედრა – 11 საათზე.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X