სამუშაო შეხვედრა!

მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ინიციატივითა და კერძო კოლეჯების ასოციაციის ხელშეწყობით, ავტორიზაციის ახალი დებულებისა და სტანდარტების განხილვის მიზნით აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
წარმომადგენელი თამარ სამხარაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი პროფესიული განათლების საკითხებში – თამარ ქიტიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: თამარ მახარაშვილი, კახაბერ ერაძე, ნანი დაქალაქიშვილი,ქეთევან ციხისელი და ნინო ხითარიშვილი .
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმის პრინციპით გაიმართა, კოლეჯების წარმომადგენლებმა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს.
სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ჩართულობა კერძო კოლეჯების განვითარებისათვის მისასალმებელი და წამახალისებელია, რაზედაც დიდ მადლობას მოვახსენებთ სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პირებს.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X