“შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში”

📌 26 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართულ ღონისძიებას “შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში”, ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, როგორც შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ერთ-ერთი განმანხორციელებელი ორგანიზაცია

❗️ღონისძიებაზე  იმსჯელეს სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სიახლებზე.

❗️სამშენებლო სექტორში მომხდარი უბედური შემთხვევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც მსოფლიოსთვის ისე საქართველოსთვის.

➡️სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად უკვე დაიწყო ინტენსიური მონიტორინგი სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის პირობების ინსპექტირების მიზნით.

🔊კონფერენციაზე სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე შექმნილი მობილური აპლიკაციის – „მშენებლობის უსაფრთხოება“ პრეზენტაციაც გაიმართა.

✔აპლიკაცია წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა.

✔ღონისძიებაზე განიხილეს „შრომის უსაფრთხოებისა შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული სიახლეები და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოკვლეული გამოწვევები შრომის პირობების დაცვის მიმართულებით.
#ერთადშევქმნათუსაფრთხოსამუშაოგარემო

 

კომენტარის დატოვება

Close Menu
X