შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა (ტრენინგ კურსი)

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამაზე.

პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სრულად პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს. იგი განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ:
1. შეძლებთ შრომის უსაფრთხოების დაცვის დადგენილი სტანდარტებისა და შრომის ინსპექციის მოთხოვნების შესრულებას;
2. შეიძენთ სპეციალურ ცოდნას შრომის უსაფრთხოების სფეროში;
3. შეიმუშავებთ კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას, განსაზღვრავთ საფრთხეებსა და შეაფასებთ რისკებს.
4. გაეცნობით შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
5. უზრუნველყოფთ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციას, მოკვლევას და ანგარიშგებას დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
6. სწავლების მიმდინარეობისას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. უზრუნველყოფილი იქნებით შესაბამისი სასწავლო მასალითა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობით.

კურსის ხანგძლივობა: 2 თვიდან-2,5 თვემდე – სულ 130 საათი
ტრენინგის ჩატარების გრაფიკი შედგება მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით.

სწავლების ენა -ქართული
კურსის გავლა შეუძლია არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირს 18 წლის ასაკიდან
კურს უძღვებიან დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები და საერთაშორი სერტიფიკატების მქონე ექსპერტები: კონსტანტინე ნანობაშვილი, ნუგზარ მელაძე, ზურაბ პავლიაშვილი და ქეთევან გარსევანიშვილი;
კურსდამთავრებულებზე გაიცემა აკრედიტირებული სერთიფიკატი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია.
იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში აღნიშნული აკრედიტებული სერთიფიკატის მიღება შეუძლიათ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზანეთ შემდეგ მეილზე: btaedu@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, თბილისი, წერონისის 208
: 593 30 32 11
: 574 00 80 80
(+995 32) 2 24 95 57
www.http://bta.edu.ge
ელ ფოსტა: btaedu@yahoo.com
Facebook: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

კომენტარის დატოვება

Close Menu
X