საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები,რომლებმაც ამ პროგრამის ფარგლებში მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სწავლების კურსდამთავრებულები დაასაქმეს.
„მინისტრმა კერძო სექტორისგან მათი ბიზნესისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობაზე ხედვები მოისმინა. შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხებზე გაიმართა. საუბარი შეეხო პროფესიული სასწავლებლების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების საქმეში, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. ეკატერინე ტიკარაძე იმ ბენეფიციარებსაც გაესაუბრა, ვინც, სწორედ ამ პროგრამის ხელშეწყობით დასაქმდა.“ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აკადემიის რექტორი, დამსაქმებლები და დასაქმებული კურსდამთავრებულები

კომენტარის დატოვება

Close Menu
X