2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაჯილდოვდა!!!

აკადემია 3 წელია ჩართულია „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში, ” ფარგლებში,ამ პერიოდში ამ პერიოდის მანძილზე გადამზადდა 215 მოსარგებლე, კურსდამთავრებულებიდან დაახლოებით 33% დასაქმდა.
აკადემია მოსარგებლეთა ყოველ ახალ ნაკადს გაუმჯობესებული პირობებითა და დიდი მონდომებით ხვდებოდა, ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 21 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამართულ 2018 წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე – წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაჯილდოვდა.

წლის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ. ერთობლივად განხორცილებულ ფორუმებზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ კორძახია და პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე ანგარიში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ღონისძიებას დამსაქმებლებთან და კოლეჯების ხელმძღვანელებთან ერთად პარტნიორი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღნიშნული ჯილდოს მიღება აკადემიის პერსონოლისთვის, სტუდენტებისა და მოსარგებლეებისთვის დიდი სტიმულისა და იმედების მომცემია. აკადემია მადლობას უხდის ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა ადამიანს.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X