17 იანვარს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საკონფერენციო დარბაზში შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის მსურველებთან საინფორმაციო -საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრების შეკითხვებს პასუხობდნენ დარგის აღიარებული სპეციალისტები და საერთაშორი სერტიფიკატების მქონე ექსპერტები, რომლებიც წლებია მუშაობენ შრომის უსაფრთხოების სფეროში და უძღვებიან წამყვანი კომპანიების შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას
