ტრენინგი თემაზე: შეფასება პროფესიულ განათლებაში

2019 წლის 01 თებერვალს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში განათლების ექსპერტების ქეთევან ჯანელიძის და ია გიგიბერიას მენტორობით პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შეფასება პროფესიულ განათლებაში.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: შეფასების ინსტრუმეტის შერჩევა, შეფასების პრინციპები, შეფასების ტიპები და მიმართულებები, შეფასების ინსტრუმენტის სტრუქტურა და შინაარსი, შეფასების ინსტრუმენტის შიდა ვერიფიკაცია, შეფასების შედეგებზე პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირების სისტემა, პროფესიული სტუდენტისათვის შედეგის დადასტურების/შეფასების აპელაციის პროცედურა და მოთხოვნები მტკიცებულების მიმართ.
ტრენინგის მეორე ნაწილში პროფესიული განათლების მასწავლებლები მიმართულებების მიხედვით დაიყვნენ ჯგუფებად და შეიმუშავეს შეფასების ინსტრუმენტის პროექტები. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. აკადემია გეგმავს მსგავსი ტრენინგების გაგრძელებას.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X