ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების ეროვნული აკრედიტებული პროგრამის აკრედიტაციის მოლოდინშია
◉ პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის/მენეჯერებისათვის.
◉ ტრენინგის ჩატარების გრაფიკი შედგება მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით. პროგრამის მოცულობა: 235 საათი
◉ სწავლების ენა -ქართული
◉ პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების
◉ სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.
◉ სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას: ა) აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში; ბ) იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას; გ) შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები; დ) შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
◉ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს სრული ზოგადი განათლების ან/და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.
◉ კურს უძღვებიან დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები და საერთაშორი სერტიფიკატების მქონე ექსპერტები:
◉ რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზანეთ შემდეგ მეილზე: btaedu@yahoo.com
◉ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, თბილისი, წერონისის 208: : 593 30 32 11
: 574 00 80 80
(+995 32) 2 24 95 57
www.http://bta.edu.ge
ელ ფოსტა: btaedu@yahoo.com
Facebook: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
Editor
17 იან 2020eeeee