საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 22 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში, დამსაქმებელთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბატონი ლევან გოგოძე, დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიამ ბეზარაშვილი, მოადგილე ბატონი ბეჟან ლორთქიფანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბატონი ბექა ფერაძე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ რექტორი ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილი.
ბატონი ლევან გოგოძე მიესალმა სტუმრებს და გააცნო ის სიახლეები, რაც დაგეგმილია 2019 წელს დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, იმ სიახლეების შესახებ, რაც დაგეგმილია მიმდინარე წელს დეპარტამენტში დასაქმების სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ასევე დეტალურად ისაუბრა პროფესიული მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების შესახებ.
ბატონმა ბექა ფერაძემ დამსაქმებლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N682 დადგენილებით განსაზღვრულ „შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ რომელიც 2019 წლის 1იანვრიდან ამოქმედდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა დამსაქმებლებს გააცნო „შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამა“. რომელიც აკადემიაში ხორცილდება 2019 წლიდან.
აკადემიის რექტორი მადლობას უხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს დღევანდელი საინტერესო შეხვედრისთვის.
დაისახა გეგმები შემდგომი თანამშრომლობისა.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X