კონფერენციით თემაზე: “პროფესიული განათლება სკოლაში”

2019 წლის 25 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა კონფერენციით თემაზე: პროფესიული განათლება სკოლაში.

🌹👏ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთო 2018 წლიდან და წარმატებით განახორციელა თბილისის და საჩხერის რეგიონის საჯარო სკოლებში პრაქტიკოსი ექთნის სასწავლო კურსი.
🎊👏 პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აკადემიის პარტნიორ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას მადლობის სიგელი გადაეცა.
აკადემია 2019 წელს აგრძელებს აღნიშნული პროგრამას პარტნიორ სკოლებში, რომლებმაც შემოიერთეს ახლოსმდებარე სხვა ბენეფიციარი საჯარო სკოლები და ასევე გეგმავს ახალი პროფესიების ფარგლებში სკოლებისათვის პროფესიული უნარის განვითარების პროგრამების შეთავაზებას.

კომენტარის დატოვება

Close Menu
X