პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ც.დადიანის ქ. 28; ქ. საჩხერე, ივ.გომართელის ქ. 10
პროგრამის მიზანი: უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას;

სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი;
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .

სწავლის საფასური : 2500 ლარი;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.

კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები
2. მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში
3. აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე
4. მოამზადოს დოკუმენტების პროექტები
5. მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა
6. კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას
7. უზრუნველჰყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეგანყოფილებას შორის.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად;


პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის ორგანიზაციები:

ქ.თბილისი

  • შპს ორიენტირი;
  • სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის 112 საჯარო სკოლა;
  • შპს ინტელექტ ცენტრი;
  • შპს ევროპული განათლების ცენტრი ბი დი სი აკადემია;


ქ. საჩხერე

  • საჩხერის კულტურის ცენტრი;
  • სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.საჩხერის N 1 საჯარო სკოლა;
  • სსიპ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა;
  • სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლა;
  • სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა;
  • სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის N3 საჯარო სკოლა;


რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: