პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: მშენებლობის მწარმოებელი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.თბილისი, ც.დადიანის ქ.28
პროგრამის მიზანი: უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობის სფეროში
სწავლის ხანგრძლივობა: 1,5  წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :   500 ლარი თვითდაფინანსება;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. მოაწყოს ყალიბი და არმატურის ნაკეთობა (ბადეები, სივრცული და ბრტყელი კარკასები)
2. ჩააწყოს ბეტონი მომზადებულ ყალიბში
3. განახორციელოს ბეტონის ნიმუშების აღება
4. მოუაროს ბეტონს
5. აწარმოოს პლასტმასის, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები
6. აწარმოოს ხის კონსტრუქციების (მზიდი და არამზიდი კედლები, კიბეები, ყალიბი) სამონტაჟო სამუშაოები
7. შეასრულოს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები მზიდ და არამზიდი კონსტრუქციებზე
8. განახორციელოს კონსტრუქციების თანმიმდევრული დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:  სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია სივრცესა და სიმაღლეზე. სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან (მონოლითური, ანაკრები)ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. მონოლითური კონსტრუქციების (საძირკველი, როსტვერკი, კედელი, სვეტი, გადახურვის ფილა და ა.შ.) მომწყობი; ანაკრები კონსტრუქციების (საძირკველი, სვეტი, ფილა, რიგელი, კოჭი და ა.შ.) მემონტაჟე;
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
1.    შპს“ოლ-პი ჯგუფი“
2.    შპს“ იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი“
3.    შპა“ ანაგი“
4.    შპს „PLANETperfecto”
5.    შპს „ ქ.გრუპი“

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: