პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ვებტექნოლოგიები
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.თბილისი, ც.დადიანის ქ.28
ინტეგრირებული პროგრამა გულისხმობს საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიწოდებას;   
პროგრამის მიზანი: აღნიშნული სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ვებგვერდისთვის ვებინტერფეისის როგორც დიზაინი, ასვე - დეველოპინგი (front_ის მხარე). სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  წელიწადში 500 ლარი თვითდაფინანსება;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ გაცემული დიპლომი უთანაბრდება  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. შექმნას ვებგვერდის მაკეტი და მოარგოს სხვადასხვა მოწყობილობას;
2. გააფორმოს ვებგვერდის ფონი, შრიფტი და ელემენტები სტილების საშუალებით;
3. გადაწყვიტოს მარტივი ამოცანა JavaScript ენის ძირითადი ელემენტებისა და კონსტრუქციების გამოყენებით;
4. მოახდინოს JavaScript-ის ბიბლიოთეკების ინტეგრაცია ვებგვერდთან;
5. დააინსტალიროს გვერდის მართვის სისტემები (CMS) და ააწყოს ვებგვერდის დიზაინი;
6. შეიმუშავოს გვერდის ინტერაქტივი და ეფექტები;
7. მოახდინოს გვერდის მარკირება Bootstrap-ის სპეციალიზებული ბიბლიოთეკების საშუალებით;
8. შეიმუშაოს გვერდის ინტერაქტივი და ეფექტები Angular-ის საშუალებით;
9. მოამზადოს ვებინტერფეისის გრაფიკული დიზაინი;
10. დაამუშაოს ვექტორული გამოსახულება;
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ვებდეველოპერად, ვებგვერდის მხარდამჭერ სპეციალისტად ან ვებდიზაინერად.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
1.    ა(ა)იპ სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია;
2.    კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია სი თი ეი.

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: