პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ინფორმაციის ტექნოლოგია;
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.თბილისი, წერონისის ქ.208;  ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქ. 10
პროგრამის მიზანი: ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო  განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  უფასო, სახელმწიფოს დაფინანსებით.
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
 დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
ქ.თბილისი
•    შპს სქაინეთი;
•    შპს კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია სი თი ეი;
•    შპს აიტისი;
•    სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ  თბილისის 112 საჯარო სკოლა;
ქ.საჩხერე
•    სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.საჩხერის N 1 საჯარო სკოლა;
•    სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლა;
•    სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა;
•    სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის N3 საჯარო სკოლა;

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: