პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საბაჟო  საქმე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ც.დადიანის ქ.28;  
პროგრამის მიზანი:   უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა რომელიც საბაჟო სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს. კერძოდ, საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან, საქონლის საბაჟო გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ამოცანები. პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
სწავლის ხანგრძლივობა:  2  წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  წელიწადში 2000 ლარი;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში / Higher Vocational Qualification in Customs  Study და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობა
2. გააკონტროლოს ფიზიკური პირი
3. გააკონტროლოს სატრანსპორტო საშუალებები
4. განსაზღვროს საქონლის წარმოშობის ქვეყანა და საბაჟო ღირებულება
5. განსაზღვროს სასაქონლო ოპერაცია და გაუკეთოს ადმინისტრირება საბაჟო გადასახდელებს
6. განახორციელოს საბაჟო დეკლარირება
7. განახორციელოს საბაჟო გაფორმება
8. განახორციელოს სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი
9. განახორციელოს არასატარიფო ღონისძიებები
10. განახორციელოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
დასაქმების შესაძლებლობები
 კურსდამთავრებულს შეუძლია შეუძლია დასაქმდეს, როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში - საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იქნეს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან. კარიერული ზრდის თვალსაზრისით, კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია შემდგომ საფეხურებზე ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
1.    შემოსავლების სამსახური ;
2.    გრინვეი ლოჯისტიკი ;
3.     შპს ჯი-თი ექსპრეს სერვისი ;

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: