პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საექთნო განათლება
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.თბილისი, წერონისის ქ.28,  ქ. საჩხერე, ივ.გომართელის ქ. 10
პროგრამის მიზანი:  უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანის მომზადება.
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  უფასო (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ)
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ :   „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing“  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
2. განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
3. განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
4. განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
5. განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
6. განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
7. განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
8. განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
9. განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
10. განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.


  კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ჯანდაცვის სფეროში, ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
ქ.თბილისი
•    სს „ევექსის ჰოსპიტლები”;
•    შპს აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი;
•    საქართველოს კარიტასი;
•    შპს უნივერსი;
•    ქ.თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
•    ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო;
•    შპს ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯამრთელობის ცენტრი;
•    შპს ფსიქიკური ჯამრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ;
ქ. საჩხერე
•    ს.ს.საჩხერის რაი საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება.

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: