პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები  
პროგრამის განხორციელების ადგილი:   ქ.თბილისი, წერონისის ქ.208
პროგრამის მიზანი:   უზრუნველყოს კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეიმუშავებს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმს, შექმნის პირობებს ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  უფასო, სახელმწიფოს დაფინანსება.
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ   უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში / Higher Vocational Qualification in Occupational Safety and Environmental Technology  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა
2. შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები
3. შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი
4. შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები
5. დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთოების წესები
6. განახორციელოს ევაკუაციის პროცესები
7. გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება
8. გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები
9. აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება
10. შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა
11. განახორციელოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი
12. დაგეგმოს უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედება
13. აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება
14. აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად. 
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
•    შპს იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი  ;
•    შპს ფრეგო ;
•    შპს ელ+;
•    შპს კერა+-;
•    შპს შრომის უსაფრთხოების ცენტრი;
•    შპს „ ქ გრუპი“ ;
•    შპს სანიტარი;
•    ა(ა)იპ  ინფრასტრუქტურის მშენებელთა  ასოციაცია.

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: