პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: აღმზრდელი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. საჩხერე, ივ.გომართელის ქ. 10, წერონისის ქ. N208-ში
პროგრამის მიზანი:  კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ:  უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში/Higher Vocational Qualification in Preschool Education  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
ა) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური
შესაძლებლობების გათვალისწინებით;
ბ) მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
გ) ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
დ) წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა. 
დასაქმების შესაძლებლობები:
  კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით,აღმზრდელად.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
•    საჩხერის ა(ა)იპ გაერთიანებული ბაღები.

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: