პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ.თბილისი, წერონისის ქ. 208
პროგრამის მიზანი: ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგის პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის ის უზრუნველყოფს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემოს და ამ პროცესში შეძლებს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციას და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.
სწავლის ხანგრძლივობა: 2  წელი;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია  და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1.    ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
2.     სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების  გათვალისწინებით;
3.     სააღმზრდელო პროცესის მართვა პოზიტიური გაძღოლის პრინციპების გამოყენებით;
4.    წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა
დასაქმების შესაძლებლობები
ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების ცენტრებში და ა.შ
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
1.    სსიპ ქალაქ თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღი ;
2.    სსიპ ქალაქ თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღი;
3.    სსიპ ქალაქ თბილისის N46 საბავშვო ბაგა-ბაღი;
4.    სსიპ ქალაქ თბილისის N25  საბავშვო ბაგა-ბაღი;

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: