პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ბუღალტრული აღრიცხვა   
პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ.თბილისი, წერონისის ქ. 208
პროგრამის მიზანი: მოამზადოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც მონაწილეობას მიღებს სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში. შეძლებს ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებას და ანალიზს, უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; ახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; ადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; შეუძლია ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენა გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
სწავლის ხანგრძლივობა: 1,5  წელი;
სწავლის  წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის  წესის და პირობების  შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . 
სწავლის საფასური :  3750  ლარი;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში/ Higher Vocational Qualification in Accounting   და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან  დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
1. შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
2. შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები);
3. აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
4. შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
5. მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
6. აწარმოოს ბუღალტრულ აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
7. აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;
8. აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
9. შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით. 
პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის  ორგანიზაციები:
1.    შპს ინტელექტ აუდიტი;
2.    შპს ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი.

რატომ BTA?

  • საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
  • ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • 29 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები;
  • მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
  • პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით ლოდინის რეჟიმში მყოფ რეგისტრანტთა ბაზაში და ჩვენ უახლოეს პერიოდში
დაგიკავშირდებით: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: