სასიხარულო სიახლე, კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი❗️
არაფორმალური განათლების აღიარების ნებართვა!????????????
23 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება კანონმდებლობით მოპოვებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული
მომზადების /პროგრამის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ფარგლებში და ვადით.
მთელი ცხოვრების მანძილზე, ადამიანები მოღვაწეობენ სოციალურ გარემოში, სადაც იძენენ გარკვეულ ცოდნას და უნარებს. არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია, მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული განვითარების, სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.????????‍????????????‍????????????‍????????????‍????????????‍????????‍⚕️????????‍♂️