???? პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ახორციელებს უფასო ტრენინგს თემაზე მეწარმეობრივი უნარების განვითარება.
???? ტრენინგი იმართება სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქ. თბილისის 112-ე საჯარო სკოლისთან არსებული პარტნიორობის ფარგლებში.
???? ტრენინგს წარუძღვება აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი ნინა რიჟამაშვილი.
???? ტრენინგის თემატიკას შეადგენს:
1. ბიზნესი და მეწარმეობა
2. ბიზნესის ადგილი და როლი ეკონომიკაში.
3. ბაზარი და მისი სტრუქტურა.
4. მარკეტინგი რეკლამირება.
5. ფასწარმოქმნა.
6. რისკები, კონკურენტები.
7. SWOT ანალიზი.
8. ბიზნესის გეგმის შედგენა
ℹ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით აკადემია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების გამართვას.
???? ტრენინგი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში ZOOM პლათფორმის საშუალებით 23-24 აპრილს 13:00 საათზე.
ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას თქვენთვის.????????